ამაღლობელი  რატი ბორისის ძე
ამაღლობელი  რატი ბორისის ძე

ამაღლობელი  რატი ბორისის ძე (30.III.1977, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (2000). იყო თბილ. მე-6 გერმ. გიმნაზიის რელიგიის ისტორ. პედაგოგი (1998-2002); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს საზ-ბასთან ურთიერთობის სამსახურის უფრ. (2004); ჟურნ. „ცხელი შოკოლადის“ რედ. (2010-2011); ასევე საზ-ბრივი რადიოს ლიტ. გადაცემის „ხმების ისტორია“ წამყვანი (2005-2010). მისი ლექსები ქვეყნდება პრესაში (1994–დან) რ–იც თარგნილია უცხოურ ენებზე. არის ავტორი წიგნებისა: ,,ზმნა“ (2000); „თუ“ (2003); ,,წრე“ (2005). მიენიჭა ლიტ. პრემია „საბა“, წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წრე“ (2006).

თხზ.: ამაღლობელი, რ. (2000). ზმნა: ლექსები. თბ., აზრი, ISBN: 9992870206; ამაღლობელი, რ. (2003). თუ: ლექსები. თბ., საარი, ISBN: 9992839732; ამაღლობელი, რ. (2006). წრე: ლექსები. თბ., სიესტა, ISBN: 9994008242; ამაღლობელი, რ. (2011). ლექსები: კრებული. თბ., პალიტრა L, ISBN: 9789941192456.